ქუთაისის აპელაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო - ქურდოვანიძე

05.11.24 18:21
ქუთაისის აპელაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო - ქურდოვანიძე

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოზე წერს და ამბობს, რომ “ქუთაისის აპელაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო“.

შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა. 

სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას.

ასევე ნახეთ: 

მოსამართლის პრეცედენტული გადაწყვეტილება - თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა

გორის სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა

 

მსგავსი სიახლეები