ვახო სანაიაზე თავდამსხმელები თავისუფლებაზე არიან

25.08.21 15:10
ვახო სანაიაზე თავდამსხმელები თავისუფლებაზე არიან

მოძალადები თავისუფლები არიან. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა, სულიკო საყევარიშვილმა, ვაჟა გიგაურმა და გიორგი  სახელაშვილმა, ციხე უკვე დატოვეს. ისინი 6 თვის განმავლობაში ჯგუფურად ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდნენ. მათ გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ახლობლები ელოდნენ.

ტვ ,,ფორმულას" ჟურნალისტს, ვახო სანაიას, სამი პირი თავს 25 თებერვალს დაესხა. ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზე მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

ჯურნალისტზე მოძალადეების გათავისუფლება საშიშ ტენდენციად მიაჩნიათ არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციაში. ისინი ერთხმად თანხმდებიან, რომ სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებით ხელისუფლება მედიაზე ძალადობას ახალისებს და თავდამსხმელებს მწვანე შუქს უნთებს.