გოგი წულაია პატიმრობაში დატოვეს

19.03.21 15:26
გოგი წულაია პატიმრობაში დატოვეს

,,თავისუფალი საქართველოს" ყოფილი წევრი, გოგია წულაია, პატიმრობაში დატოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ  არ დააკმაყოფილა წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა, ეჭვმიტანილის 5 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ. მოსამართლე ზვიად შარაძემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გოგი წულაიას შესაძლოა, გამოძიების პროცესში ზეწოლა მოეხდინა მოწმეზე, ამიტომ ქალის მიმართ ძალადობაში ეჭვმიტანილი პატიმრობაში დატოვა. გოგი წულაიას მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.. 

მეც არ მომწონს გოგი წულაიას ემოციური გამოსვლები, მაგრამ ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ის დააკავონ. საქმეში არსებული მასალები იმის საფუძველს არ მაძლევს, რომ ჩემი ქმრის დანაშაული დავიჯერო - აცხადებს გოგი წულაიას მეუღლე, ინგა ბიბიჩაძე.

გოგი წულაია თბილისში გუშინ დააკავეს. მას ქალის მიმართ ძალადობაში დებენ ბრალს.