27 წლის მედიკოსის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

19.03.21 15:08
27 წლის მედიკოსის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

27 წლის მედიკოსის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. მეგი ბაქრაძის ცხედარი ცოტა ხნის წინ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკინდა ლევან სამხარაულის ექსპერტზისი ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. 

ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზად ახალციხის კლინიკაში ექიმების დუდევრობას ასახელებენ. მათი თქმით, თუ ქალს რაიმე სახის ჩივილები ჰქონდა, ვაქცინაცია არ უნდა ჩატარებულიყო, ხოლო თუ მიზეზი ალერგია იყო, მაშინ აცრამდე ტესტი უნდა გაკეთებულიყო. 

ოჯახი ამბობს, რომ ყველაფერზე პასუხს გამოძიება გასცემს.