ცესკომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რეგისტრაციის გაუქმებაზე უარი უთხრა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რეგისტრაციის გაუქმებაზე უარი უთხრა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.
მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
ორი ოპოზიციური კოალიცია, რომლებსაც, ცესკოს შედეგების თანახმად, საპარლამენტო მანდატები ერგება, ცესკოში სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა