"არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს! დაასანქცირე ბიძინა!" - ხვალ აქცია დაანონსდა
ევროპული არჩევანის დასაცავად ახლადშექმნილი სამოქალაქო ორგანიზაცია "ნება" საპროტესტო აქციას ხვალ, 15 ნოემბერს, 12:30 საათზე, ევროკავშირის საელჩოსთან აანონსებს.
"არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს! დაასანქცირე ბიძინა!" - ამ მოთხოვნით შეიკრიბებიან მოქალაქეები, რომლებიც ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მივლენ.
ცნობისთვის, ევროპული არჩევანის დასაცავად ახალი გაერთიანება შეიქმნა - ახალგაზრდები ერთიანი ძალისხმევით შეეცდებიან, რომ ქვეყანაში არჩევნები ხელახლა დაინიშნოს და ქართველ ხალხს მოპარული ხმები დაუბრუნონ.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა