რატომ ვერ კითხულობდა ვერიფიკაციის აპარატი ბიომეტრიული პასპორტის მონაცემებს - ცესკო ახალ სკანდალშია

15.11.24 13:23
რატომ ვერ კითხულობდა ვერიფიკაციის აპარატი ბიომეტრიული პასპორტის მონაცემებს - ცესკო ახალ სკანდალშია

რატომ არ შეეძლო არჩევნებზე ვერიფიკაციის აპარატებს ბიომეტრიული პასპორტების მონაცემების წაკითხვა? - ცესკო ახალ სკანდალში გაეხვა. "პირველების" ხელშია" სმარტმატიკსა" და საარჩევნო კომისიას შორის გაფორმებული შესყიდვების დოკუმენტი. ირკვევა, რომ საქართველოში შემოტანილ ვერფიკაციის აპარატებს შეეძლო როგორც აიდი, ისე პასპორტის მონაცემების წაკითხვაც, თუმცა ეს ფუნქცია, სავარაუდოდ, ცესკოს დაკვეთით შეიზღუდა. 

"აი ფაქტის" გამომომძიებელ ჟურნალისტებმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმზე გამოძიება ჩაატარა. დადგენილია, რომ არჩევნებზე ბიომეტრიული პასპორტის გამოყენების შემთხვევაში, კარუსელის რისკები მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერიფიკაციის აპარატებზე საზღვარგარეთის პასპორტის წაკითხვა სწორედ ხმების გაყალბების მიზნით შეზღუდა. 

ამ ვერიფიკაციის აპარატს აქვს არა მხოლოდ აიდი ბარათზე არსებული კოდის სკანირების უნარი, არამედ საზღვარგარეთის პასპორტზე სკანირების უნარიც. შესაბამისად, არანაირი განმასხვავებელი ან აღქმის აპარატი, ან სენსორი, არაფერი განსხვავებული არ სჭირდებოდა ამ აპარატს, რომ აღექვა საზღვარგარეთის პასპორტები. ცესკომ მაინც დაადგინა საზღვარგარეთის პასპორტებიდან პირადი ნომრების ხელით შეყვანის ფუნქცია, რაც იყო საფუძველი ამ დიდი და ტოტალური გაყალბების. შესაბამისად, მათი ხმები არის გამოყენებული ამ პატარა ტყუილით, რაც ცესკომ სრულიად განზრახ გაავრცელა, - ამბობს ლილი ბეგიაშვილი. 

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ამბობენ, რომ ვერიფიკაციის აპარატების შერჩევის პროცესში ჩართულები არ ყოფილან და ამ საკითხს თავად ცესკოს ხელმძღვანელობა კურირებდა. 

ვერიფიკაციის აპარატების შერჩევის პროცესში ცესკოს ოპოზიციონერი წევრები არ ვყოფილვართ ჩართული ისევე, როგორც არცერთ სხვა ეტაპზე მათი ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრაში, იმ სატენდერო პირობების განსაზღვრაში, რომლითაც განხორციელდა აპარატურის შესყიდვა. ამ ყველაფერს ახორციელებდა ცესკოს ხელმძღვანელობა და მინიმალური იყო ჩვენი ინფორმირების დონეც კი არათუ ჩართულობა, - ამბობს გიორგი სიორიძე.