"ნუ ყაყანებთ! არჩევნები არ გაყალბებულა... თავხედები ხართ" - სტუდენტების მსვლელობით შეწუხებული ლექტორი
ახალგაზრდებმა "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" დერეფნები ტრანსპარანტებით და რუპორებით მოიარეს და სტუდენტებს მოპარული ხმების დასაბრუნებლად ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდეს. ზოგიერთმა ლექტორმა ლექცია ჩახსნა და სტუდენტებს მსვლელობაში მონაწილეობის უფლება მისცა, მეტიც, მათ არჩევნების გაყალბების სიმბოლური სამკლაურიც კი გაიკეთეს.
თუმცა, ლექტორებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სტუდენტების დერეფნებში სიარულმა შეაწუხა.
"ნუ ყაყანებთ, არჩევნები არ გაყალბებულა" - ამბობს ლექტორი.
მე ვარ ლექტორი ინგლისური ენის და თქვენი ხმაური მიშლის ხელს. მე რუსული ენა დავივიწყე, ნუ ყაყანებთ, შეურაცხყობა არის აი ეს. პროტესტს უნდა აზრი ჰქონდეს, კარგით რა. გამოხატვის ფორმას უნდა საფუძველი ჰქონდეს. არ მაქვს არანაირი საფუძველი. არ გაყალბებულა არჩევნები - თქვენი მტკიცებულებები იყო მხოლოდ გაყალბდა, თავხედები ხართ", - ამბობს ლექტორი
ზუსტად ორ საათში დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა იწყება. ხუთ საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან ყველა თაობის და ყველა პროფესიის მოქალაქეს, ვინც ფიქრობს, რომ "ოცნებამ" მათ არჩევანის უფლება წაართვა.