“სიმბოლურად, ღამეს გავათენებთ ა კორპუსში“ - ილიაუნის სტუდენტების სოლიდარობა ბსუ-ის სტუდენტებს
ილიაუნის სტუდენტები, ბსუ-ის სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად, უნივერსიტეტში ღამეს გაათენებენ.
ასევე, მათი თქმით, 17:00 საათზე უერთდებიან ჯგუფი “დაიტოვეს” საპროტესტო მსვლელობას.
დღეს, დაიტოვეს აქციის შემდეგ, ილიაუნის სტუდენტები შევიკრიბებით ა კორპუსთან. ვუცხადებთ მხარდაჭერას ბათუმელ სტუდენტებს და ვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს. სიმბოლურად, გავათენებთ ა კორპუსში"- წერენ სტუდენტები სოციალურ ქსელში.
ყველაფერი, რასაც ჩვენი სტუდენტები დაგეგმავენ, იქნება მხარდაჭერილი, ჩვენი მხრიდან. რასაც გადაწყვეტენ, მათ გვერდით ვიქნებით, აუცილებლად. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი.
ბათუმელებმა მოგვცეს, ძალიან, კარგი მაგალითი, იმისა თუ როგორ არ შეიძლება დანებება. ჩვენს უკან არ არის მხოლოდ უნივერსიტეტი, უკან უკვე სამშობლო დგას, ამიტომ ვიბრძვით ბოლომდე, ნებისმიერი ხერხით და, მათს შორის, ამ საპროტესტო ფორმით, რაც შეიძლება იყოს გათენება. უნივერსიტეტი ჩვენი ტერიოტირაა, გვაქვს ამის უფლება." - გამაცხადა ლექტორმა
დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და აქტივისტები ილიაუნში და თსუ-ში მივიდნენ და სტუდენტებს მოუწოდეს, მათ პროტესტს შემოუერთდნენ. ისინი 17:00-ზე „დაიტოვეს“ ორგანიზებულ მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.
სტუდენტების პროტესტი გრძელდება ბათუმში.