მზადება საპროტესტო მარშისთვის ბათუმში - სტუდენტები თანამოაზრეებს ბსუ-ის შესასვლელთან ელოდებიან
მზადება საპროტესტო მარშისთვის - ზუსტად 18:00 საათზე, უწყვეტი პროტესტის რეჟიმში გადასული ახალგაზრდები თანამოაზრეებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელთან ელოდებიან.
აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ახლაა გაჩუმება ქვეყნის ღალატის ტოლფასია, ამიტომ მიაჩნიათ, რომ ქუჩაში მაქსიმალურად მეტი ადამიანი უნდა გავიდეს.
მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ახალი არჩევნები.
შევეცდებით, დავაფიქსიროთ მკაფიოდ, რომ არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებულ არჩევნებს. არ ვაღიარებთ იმას, თუ რა პოლიტიკურ პოზიციას იკავებს ბსუ და მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, დაგვიდგნენ გვერდით, დაიცვან საკუთარი ხმები და ქვეყანა“ -აცხადებს აქციის მონაწილე.
დღეს თუ ჩვენი დუმილი იქნება არჩევნი, მომავალში ეს უკვე ვალდებულება იქნება და ვეღარასდროს შევძლებთ ხმის ამოღებას, ჩვენ ვერ შევხედავთ თვალებში ჩვენ მომავალ თაობებს“, - ამბობს აქციის მონაწილე.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანი ბევრი ადამიანი გამოვიდეს, მიუხედავად იმის, თუ რა გამოწვევები აქვთ ცხოვრებაში.
არჩევნების მოლოდინში, ხმაურიანი პროტესტი ცოტა ხნით გვქონდა შეჩერებული. “ოცნებამ“ ეს მოლოდინი წაგვართვა, აღარ გვინდოდა იმ რეჟიმში ცხოვრება, რაც იწვევს კორუფციას, ნეპოტიზმს და ყველაფერს გვიზღუდავს. ამიტომ, დღეს აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია და მოვუწოდებ ყველა მოქალქეს, შეუერთდნენ სტუდენტებს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტია. ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა - „გუშაგები“ დააფუძნეს.
ისინი აცხადებენ, რომ „ბრძოლა გრძელდება“ და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას.