ბსუ-ს სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტის შენობაში გაათევენ
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტის შენობაში გაათევენ - ამის შესახებ პროტესტის მონაწილეები ინფორმაცის სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მათივე თქმით, ისინი არსად წასვლას არ აპირიებენ.
ჩვენ ისევ აქ ვართ, არსად წასვლას ვაპირებთ. გელოდებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში,” - წერენ სტუდენტები სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა - „გუშაგები“ დააფუძნეს.
ისინი აცხადებენ, რომ „ბრძოლა გრძელდება“ და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას.
დღის პირველ ნახევარში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.