"უშენოდ არ გამოვა" - რესპუბლიკის მოედანზე გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან
"უშენოდ არ გამოვა" - რესპუბლიკის მოედანზე გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან. მალე თბილისის ქუჩებში მსვლელობა დაიწყება.
ყველას, ვინც ფიქრობს, რომ მათი ხმები მოიპარეს, გადაწყვეტილი აქვს ქვეყნის სამსახურში ჩადგეს. დღეს ქუჩაში იდგებიან პროტესტის ავანგარდში მოქცეული სტუდენტები. გარეთ გადიან ხელოვანებიც, ყველასთვის ცობილი სახეები და უცნობი ადამიანებიც, ვინც ფიქრობს რომ მათ გარეშე არაფერი გამოვა.
ერთობას ვერანაირი ერთობა ვერ დაამარცხებს - ამბობენ რესპუბლიკის მოედანზე მისული ადამიანები.
აუცილებელია, უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, მაქსიმალურად, ეს არის მხოლოდ ჩემი შესავალი. კიდევ და კიდევ, უნდა გავზარდოთ მუხტი, უკვე მოყვა ამას - აიწია ხალხში მუხტი, დაეტყო, გამოვიდა ხალხი. არჩევნებზე რაც მოხდა, ამის შემდეგ ფრუსტრაციის პროცესი, გამოდის ნაწილი და უფრო მეტნი გავხდებით. ნამდვილად უნდა დავაფიქსიროთ პროტესტი, რომ მივაღწიოთ ჩვენსას.
როდესაც გათავისუფლდებით, მორჩებით, დასრულდება თქვენი სამუშაო დღე, როდესაც დრო გამოგიჩნდებათ, შეგიძლიათ მოხვიდეთ. თბილად ჩაიცვით, რადგან მალე დაშლას არ ვაპირებთ," - განაცხადა ირაკლი გელეიშვილმა
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ არ აძლევენ იმ მსჯავრდებულთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლებას არაძლევენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა