ქვეყნის უდიდესი ნაწილი ვიბრძოლებთ ბოლომდე, იქნება ტოტალური დაუმორჩილებლობა- გიორგი ქადაგიძე

15.11.24 18:20
ქვეყნის უდიდესი ნაწილი ვიბრძოლებთ ბოლომდე, იქნება ტოტალური დაუმორჩილებლობა- გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ახლა ქვეყანას სხვა არჩევანი არ აქვს და ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე, რადგან “ივანიშვილს და საერთაშორისო საზოგადოებას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ღირსნი საკუთარი სახელმწიფო გვქონდეს.“

ქადაგიძის თქმით, “ადამიანი, რომელმაც თავი ფაშად გამოაცხადა, ცდილობს შუასაუკუნოვანი დინასტია დააფუძნოს.“

ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავი ფაშად გამოცხადა, ამ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი გააუქმა, საბოლო ჯამში, არჩევნებიც და ცდილობს, დააფუძნოს შუასაუკუნოვანი დინასტია. გვუბნება, რომ ეს ხალხი რისთვისაც იბრძვის, ევროპული მომავლისთვის, რომელიც ასე ახლოსაა, ისიც არ გექნებათ და თავისი უწიგნური მარიონეტების მეშვეობით, რაღაც გზავნილები გამოშვებას აგრძელებს.

ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. ქვეყნის უდიდესი ნაწილი ვიბრძოლებთ ბოლომდე, იქნება ტოტალური დაუმორჩილებლობა, უნდა შევეცადოთ, რომ მთლიანად გადავკეტოთ ქალაქი, პარალიზება გავაკეთოთ, როდესაც ისინი შეეცდებიან არალეგიტიმური პარლამენტის სხდომის ჩანიშვნას. საბოლოოდ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დიქტატორი ემხობა ძალიან სწრაფად. ივანიშვილი დგას 2-3 ათასი სამართალდამცველით და უნდა გვესმოდეს, რომ თუ მას შეუძლია ქვეყანას დაეპატრონოს და ჩვენ ისტორიულ არჩევნას ეთამაშოს, მაშინ ჩვენ არ ვართ ღირსი საკუთარი სახელმწიფო გვქონდეს, თუმცა ის, რომ ჩვენ ამის ღირსი ვართ ძალიან მალე დავუმტკიცებთ ივანიშვილსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც“, - ამბობს ქადაგიძე. 

"უშენოდ არ გამოვა" -  რესპუბლიკის მოედანზე გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან. მალე თბილისის ქუჩებში მსვლელობა დაიწყება.