ცესკო სკანდალშია - ვერიფიკაციის აპარატის ფუნქციები კალანდარიშვილის უწყებამ შეზღუდა
ვერიფიკაციის აპარატის ფუნქციები ცესკომ შეზღუდა. საარჩევნო უბნებზე შეტანილი ტექნიკა, რომელსაც პასპორტის წაკითხვაც შეეძლო, მხოლოდ აიდი ბარათს ატარებდა. "სმარტმატიკსა" და ცესკოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ საარჩევნო უბნებზე შეტანილ 6453-ვე ვერიფიკაციის აპარატს აიდი ბარათთან ერთად ბიომეტრული პასპორტის წაკითხვაც შეეძლო, თუმცა ცესკოს გადაწყვეტილებით, პასპორტის მონაცემები რეგისტრატორებს ხელით შეჰყავდათ.
როგორი ფუნქციები ექნება ვერფიკაციის აპარატს ეს დამკვეთზეა დამოკიდებული. "სმარტმატიკის" ვებ გვერდზე დადებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ აპარტში შესაძლებელია აიდისა და პასპორტის წაკითხვა და მოსახერხებელია მონაცემების ხელით შეყვანაც, შესაბამისად, აპარატის ფუნქციები კონტრაქტირზეა დამოკიდებული. საარჩევნო აპარატურის ფუნქციების სრულად ათვისებაზე კი ცესკომ უარი თქვა. მიზეზი ბუნდოვანია. ცესკომ მოქალაქეების იდენტიფიცირება და პასპორტის მონაცემების ხელით შეყვანა რესგისტრატორს ანდო. სწორედ აქ ხედავენ ოპოზიციის წევრები გაყალბების სქემას.
როგორ აქცია ვერიფიკაციის აპარატი ცესკომ უბრალო ელექტრონულ ჟურნალად? "სმარტმატიკის" აპარატურას ბევრი ფუნქცია აქვს, მათ შორის შეუძლიათ თითის ანაბეჭდებით და თვალის სკანირებით ამომრჩეველთა იდენტიფიცირება, თუმცა ქართულ არჩევნებზე ამომრჩევლისა და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადარება ცესკომ არა აპარტს, არამედ რეგისტრატორს დაავალა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.