საპროტესტო მუხტი დღეს მთელ ქალაქს მოედო - რა აქვთ სათქმელი აქციის მონაწილეებს

15.11.24 20:38
საპროტესტო მუხტი დღეს მთელ ქალაქს მოედო - რა აქვთ სათქმელი აქციის მონაწილეებს

 

არჩევნებიდან მეოცე დღესაც ხალხის პროტესტი არ წყდება. ადამიანები არ აპირებენ, "ოცნების" მიერ მოპარულ რეალობას შეეგუონ. მოქალაქეები ამბობენ, რომ სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს, რომლის წართმევაც ოლიგარქმა გადაწყვიტა, ამიტომ უმოქმედოდ ვერ იქნებიან. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე - ეს არის მოქალაქეების მთავარი სათქმელი. 

საპროტესტო მსვლელობა დღეს რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და თსუ-თან დამთავრდა. პროდასავლური ოპოზიცია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ქუჩაში ახლა ბევრი ხალხი იდგეს, რადგან მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არჩევნების გაყალბებას არ შეეგუება.

შაბათის აქციების გარდა, მე ვფიქრობ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქციებიც ასევე ძალიან მნიშველოვანია, რომ საზოგადოებამ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომელიც არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიაციას, დაინახოს, რომ ჩვენ მიტაცებულ არჩევნებს არ შევეგუებით, - ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა. 

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეებს ბრძოლის გარდა სხვა არჩევანი არ დაუტოვა. 

ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელმაც თავისი თავი გამოაცხადა ფაშად, გააუქმა ყველა ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, გააუქმა არჩევნები და ცდილობს, დააფუძნოს შუასაკუნოვანი დინასტია. დამატებით კიდევ გვეუბნება, რომ საუკუნეების განმავლობაში ეს ხალხი რისთისაც იბრძვის, ისიც არ გექნებათ. ჩვენ არჩევანი არ გავქვს, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის უდიდესი ნაწილი და უმრავლესობა ვარტ ჩვენ, - ამბობს გიორგი ქადაგიძე. 

საპროტესტო მუხტი დღეს მთელ ქალაქს მოედო. მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მსვლელობით მოდიოდა, ქუჩები გადაიკეტა, ავტომობილებიდან კი მოქალაქეები აქციის მონაწილეებს ესალმებოდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.