უნივერსიტეტის შენობა პოლიციას აქვს ბლოკირებული - სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი სამართალდამცველებით არის სავსე. ბლოკირებულია უნივერსიტეტის კიბეები და შესასვლელები. მანამდე კი ახალაგზრდებს, რომლებიც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე იმყოფება მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძეც, რომელმაც ორი დღის წინ ცესკოსთან ჯერ ქალებზე იძალადა, ახლა კი სტუდენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის უნივერსიტეტთან მიავლინეს. სასწავლებლის კარს ნიღბიანები იცავენ.
სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში სურდათ შესვლა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. "რუსებო!" სკანდირებდნენ ახალგაზრდები.
ერთი გოგო ფეხქვეშ გაიგდეს, რაც წარმოუდგენელი იყო. მარტო ერთი ადმაიანი იყო, ბაჩო, რომელმაც თქვა, რომ არ ქნათ ესო და მადლობა მას, - ყვება ერთ-ერთი სტუდენტი.
თსუ-ს უნივერსიტეტი ალბათ არ ყოფილა ჩაკეთილი, ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად არის ეს კარი ჩაკეტილი. ამაზე მეტი რუსული რეჟიმი რა გინდა,- ამბობს სტუდენტი.
პოლიცია ამტკიცებს, რომ სტუდენტებს შნეობაში მხოლოდ იმიტომ არ უშვებს, რომ ეშინიათ, ინვენტარი არავინ დააზიანოს.
შენობა აქციისთვის არ არის განკუთვნილი. ვერ შევუშვებთ ვერავის, ამ შენობას დაცვა სჭირდება, - ამბობს პოლიციის მაღალჩინოსანი სერგი ბზიშვილი.
რა ხდება თსუ-თან ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.