საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი, ასლან ბჟანია გადადგა
ცნობილი ხდება, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბაზა" ავრცელებს.
რუსული სამთავრობო არხების ცნობით, ასლან ბჟანია ამ წუთებში ძალოვნების შენობაში იმყოფება.
ცნობისთვის, საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულის საქმე დაიხურა.
"ოპოზიციის" წარმომადგენლების დაკავების შემდეგ, მოქალაქეები ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ. ისინი კანონის უკან გაწვევს, დაკავებულების გათავისუფლებას და ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვნდენ.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ არ აძლევენ იმ მსჯავრდებულთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლებას არაძლევენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა