"არა რუსულ რეჟიმს! მოვაშოროთ საქართველოს შავი ლაქა" - 16 ნოემბერს, ბერლინში აქცია გაიმართება
არასამთავრობო ორგანიზაცია "გზა" შაბათს, 16 ნოემბერს, ბერლინში აქციას აანონსებს - ორგანიზატორების ცნობით, პროტესტის მიზანი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ემიგრანტები მიიღებენ, არჩევნების ხელახლა დანიშვნაა.
ამასთან, საზვღრებს გარეთ მყოფი ადამიანები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის გადადგომას მოითხოვენ.
შაბათს 15:00 საათზე! Bernauer Str. 111-ზე!
ვაგრძელებთ აქტიურ პროტესტს ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენ არ ვაღიარებთ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას, რადგან მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ დაირღვა ფარულობის პრინციპი და არჩევნები ჩატარდა არასამართლიან გარემოში.
ჩვენ ვითხოვთ:
- ახალი არჩევნების დანიშვნას
- ცესკოს თავმჯდომარისა და ადმინისტრაციის გადადგომას" - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ არ აძლევენ იმ მსჯავრდებულთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლებას არაძლევენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა