ეპიდაფეთქება ციხეებში - პენიტენციური "პირველების" ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს

27.08.21 15:08
ეპიდაფეთქება ციხეებში - პენიტენციური "პირველების"  ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს

პენიტენციური სამსახური "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს. 

როგორც უწყებიდან "პირველებს" აცნობეს, ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში, რომელიც სპეციალურად კოვიდინფიცირებულ მსჯავრდებულებთან კონტაქტში მყოფი  პატიმრებისთვის მოეწყო,  ამ დროისთვის 27 მსჯავრდებული   იმყოფება.  

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი N2 (ქუთაისის)  და N14 (გეგუთის)   პენიტენციურ დაწესებულებებიდან არიან გადმოყვანილი და წარმოადგენენ ინფიცირებულთა კონტაქტებს.

ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აუცილებლობის შემთხვევაში დადგენილი პროტოკოლის საფუძველზე შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

"პირვლების" ინფორმაციით, ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 70 პატიმარია ინფიცირებული.

ნაწილი თბილისის საავადმყოფოებში გაანაწილეს, მეორე ნაწილი ხონის ფსიქიატრიულში.