"დღეს ცესკო აფორმებს იმ რუსულ სპეცოპერაციას, რაც ''ოცნებამ'' 26 ოქტომბერს ჩაატარა" - საპროტესტო აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

16.11.24 12:15
"დღეს ცესკო აფორმებს იმ რუსულ სპეცოპერაციას, რაც ''ოცნებამ'' 26 ოქტომბერს ჩაატარა" - საპროტესტო აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

პროტესტის ნიშნად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სტუდენტები მივიდნენ - ახალგაზრდები, რომლებმაც ღამე უნივერსიტეტის კედლებში გაათენეს ამბობენ, რომ გიორგი კალანდარიშვილის უწყება იმ რუსული სპეცოპერაციის გაფორმებას ცდილობს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბერს ჩაატარა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და ამასთან, აღნიშნავს, რომ სწორედ ახლა სისტემატურ პროტესტს ქვეყნის მომავლისთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს. 

დღეს ცესკო აფორმებს იმ რუსულ სპეცოპერაციას, რაც ''ქართულმა ოცნებამ'' ჩაატარა 26 ოქტომბერს. აუცილებელია,რომ  ვიაქტიუროთ დღეს და გაგრძელდეს პროტესტი. მოვუწოდებ ჩვენს მეგობრებს, შემოგვიერთდნენ აუცილებლად'',- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი. 

ცნობისთვის, დღეს, 16 ნოემბერს, ცესკოში სხდომა იმართება. სხდომაზე ოპოზიციონერმა ლიდერმა ენმ-დან დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.