დაპირისპირება ცესკოს სხდომაზე - დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა
დაპირისპირება ცესკოს სხდომაზე - ოპოზიციონერმა ლიდერმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.
კირთაძე დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა.
"შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და შავი ლაქა" - უთხრა კირთაძემ ცესკოს შეფს.
ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომა შეჩერებულია.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიაში სხდომა 11 საათზე დაიწტო - ცესკო დღეს არჩევნების შედეგებს აჯამებს.