საპროტესტო აქციაზე ხმაურია - სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხმაურია - სიტუაცია ევროპული მომავლის მცველებსა და ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს შორის დაიძაბა.
როგორც პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები ამბობენ, ერთ-ერთმა პოლიციელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ცნობისთვის, დღეს, 16 ნოემბერს, ცესკოში სხდომა იმართება. სხდომაზე ოპოზიციონერმა ლიდერმა ენმ-დან დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ იმ მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმს არ ატანენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა