რატომ არ დაელოდა ცესკო ვადის ამოწურვას არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დასამტკიცებლად - შარაბიძის პასუხი
რატომ არ დაელოდა ცესკო ვადის ამოწურვას არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დასამტკიცებლად - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ამბობს, რომ უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული.
ბეჭედდასმული ვადა, ეს არის უკიდურესი ვადა - ამბობს შარაბიძე.
საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელ ოქმს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ადგენს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება ყველა ინსტანციაში, ყველა შესაძლო საჩივრის ვადა. უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა, ეს არის უკიდურესი ვადა. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას, შეუძლია თუ კი ყველა პროცედურა ამოწურულია შეადგინოს შემაჯამებელი ოქმი. რატომ უნდა გაწელოს, საარჩევნო კომისიამ ხელოვნურად შემაჯამებელი ოქმის შედგენა, როცა ყველა იურიდიული საფეხური გავლილია და დასრულებულია. ცხადია, შემაჯამებელი ოქმის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება, იმიტომ რომ მკაფიოდ განვმარტავ, ყველა ვადა ცდა ინსტანცია იყო ამოწურული გუშინ'', - ამბობს გიორგი შარაბიძე .
გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ოქმს ბეჭედი დაარტყა - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა.
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ 53.93% მიიღო. მანდატების რაოდენობა 89 , კოალიცია ცვლილებისთვის 11.03 %, მანდატების რაოდენობა 19. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 10.17% მანდატების რაოდენობა 16, კოალიცია ძლიერი საქართველო 8.81% მანდატების რაოდენობა 14, გახარია საქართველოსთვის 7.78 %. მანდატების რაოდენობა 12.