"გოგო გადააყირავეს, მოგვიწია სასწრაფოს გამოძახება" - აქციის მონაწილე
აღმაშენებლის ხეივანზე შეკრებილი მოქალაქეები სამართალდამცველებს აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში ადანაშაულებენ.
როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა "პირველებთან" აცხადებს, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აგრესიული მოპყრობის გამო ადგილზე აქციის მონაწილეებს სასწრაფოს ბრიგადების გამოძახება დასჭირდათ.
როგორც ყოველთვის, არ ინდობენ არავის. არიან აგრესიულები. გოგო გადააყირავეს, მოგვიწია სასწრაფოს გამოძახება. პოლიცია, რომელიც არ დგას ხალხის მხარეს, როგორ უნდა ვუწოდოთ ჩვენ მას პოლიცია. მოღალატეები, ოლიგარქის მსახურები არიან, რომელთაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ", - ამბობს ახალგაზრდა.
აღმაშენებლის ხეივანში ვითარება დაძაბულია - სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ადგილზე სავარაუდოდ, დაკავებებიც დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ არ აძლევენ იმ მსჯავრდებულთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლებას არაძლევენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა