დემონსტრანტების მიერ პარლამენტის დატოვების შემდეგ, მზად ვარ გადავდგე - ბჟანია

16.11.24 15:15
დემონსტრანტების მიერ პარლამენტის დატოვების შემდეგ, მზად ვარ გადავდგე - ბჟანია

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ დემონსტრანტების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, "პრეზიდენტობის" თანამდებობიდან გადადგება.

ასლან ბჟანია აღნიშნავს, რომ გადადგომის შემდეგ "ქვეყნის მართვას ვიცე-პრეზიდენტი გააგრძელებს".

მათ ვინც შენობა დაიკავა, ვინც სახელმწიფო გადატრიალების დასრულებას ცდილობდა, შენობის კომპლექსი უნდა დატოვონ, რის შემდეგაც მე მზად ვარ არჩევნები დავნიშნო, მზად ვარ გადავდგე და არჩევნებში მონაწილეობა მივიღო“, - განუცხადა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში შეკრებილ მხარდამჭერებს.

ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს, გამოცემა "ბაზამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაცია კი ასლან ბჟანიამ დაგმო