ნოდარ მელაძე: იმ ადამიანების თავისუფლებაზე, რომელმაც ლექსო ლაშქარავა სასიკვდილოდ სცემა, პასუხისმგებლობა ''ოცნების'' ყველა დეპუტატს ეკისრება
პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებული მოძალადეები - "ტვ პირველის" საინფორმაციოს ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ იმ ადამიანების თავისუფლებაზე, რომელმაც ლექსო ლაშქარავა სასიკვდილოდ სცემა და მირანდა ბაღათურიაზე იძალადა, პასუხისმგებლობა ''ოცნების'' ყველა დეპუტატს ეკისრება, რადგან სწორედ მათ მისცეს ხმა ამნისტიის იმ მუხლებს, რომლითაც 5 ივლისის ძალადობის შემოქმედები - დავით კუტალაძე, ოთარ გელაშვილი, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე და გია გიგუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.
ეს იყო ხელისუფლების დავალება, რომელიც მათ აღასრულეს, რომ ჟურნალისტებზე გაეცხებინებინათ ძალადობა და შესაბამისად ვალი გადაუხადეს - ამბობს ნოდარ მელაძე და არ გამორიცხავს, რომ სხვა მოძალადეების მსგავსად, მათ სახელზეც უეცრად დიდძალი ქონება გაჩნდეს.
იმ ადამიანების თავისუფლებაზე, რომელმაც ლექსო სასიკვდილოდ სცემა და იძალადა მირანდა ბაღათურიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ''ქართული ოცნების'' ყველა დეპუტატს, რომლებმაც ხმა მისცეს ამნისტიის იმ მუხლებს, რომლითაც ეს მოძალადეები გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება ''ქართული ოცნების'' მხრიდან. მათ წინასწარ იცოდნენ იმ მუხლების შესახებ, რომლითაც სასჯელს იხდიდნენ სასტიკ ძალადობაში და ჯგუფურ თავდასხმაში ბრალდებული პირები და განზრახ წინასწარ შეცნობით, მამუკა მდინარაძეებმა, ნინო წილოსანებმა, რიმა ბერაძეებმა და მათმა თანამზრახველებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ ისინი გამოეშვათ პატიმრობიდან, რადგან მათ ჰქონდათ ვალი ამ ადამიანების, რომელიც იმყოფებოდნენ პატიმრობაში, იმიტომ რომ ეს ადამიანები დამოუკიდებლად ივლისს მოვლების დროს არ მოქმედებდნენ.
ეს იყო ხელისუფლების დავალება, რომელიც მათ აღასრულეს, რომ ჟურნალისტებზე გაეცხებინებინათ ძალადობა და შესაბამისად ვალი გადაუხადეს. ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევაში, როდესაც მოხდა სხვა მოძალადეების გათავისუფლება, როდესაც მათ სახელზე უეცრად დიდძალი ქონება გაჩნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმავეს ვნახავთ ახლაც. ეს არის გზავნილი მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ ვინც არ უნდა დაკავონ, თუნდაც ფორმალურად საზოგადოების მწვავე რეაქციის ფონზე, ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გამო, მათ რეჟიმი აუცილებლად გაათავისუფლებს'',- ამბობს ნოდარ მელაძე.
"ტვ პირვველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ ცემაში მსჯავრდებული დავით კუტალაძე, და სხვა მოძალადეები პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
დავით კუტალაძესთან ერთად "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 4 პირი მისცა პასუხისგებაში. ესენი იყვნენ ოთარ გელაშვილი, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ასევე გია გიგუაშვილი - ხუთივე მათგანი ახლა თავისუფლებაზე იმყოფება.
2021 წლის 5 ივლისს, დავით კუტალაძემ "სირცხვილიას" ოფისში " ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში, 11 ივლისს კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.