თბილისი საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

19.03.21 16:02
თბილისი საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

თბილისი საქალაქო სასამართლოში მეუღლის ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის, საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესზე  დღეს ბრალდების მოწმეებს გამოკითხავენ. საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ  ბასილაშვილი, პროცესზე დისტანციურად მონაწილეობს, რადგან საქართველოში არ იმყოფება. ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის, უფლებადამცველი აცხადებს, რომ პროცესზე მათ წარადგინეს მოწმე, რომელიც უშუალოდ შეესწრო მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტს. ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენების შემდეგ ბასილაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება.

ბასილაშვილის უფლედამცველი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მისი კლიენტის მხრიდან მეუღლეზე ძალადობის ფაქტს. ადვოკატი იმასაც აკონკრეტებს, რომ ამ ეტაპზე ყოფილ მეუღლეებს შორის ქონებრი დავა არ მიმდინარეობს. 

მომხდარ ფაქტზე საქმე 127-ე მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.