"რუსულ რეჟიმს წერტილი მალე დაესმება" - ნია გუგავა
მსახიობი ნია გუგავა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს უერთდება - როგორც ახალგაზრდა "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, სწორედ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა რუსულ რეჟიმს საბოლოო წერტილი დაუსვას.
ნია გუგავა დარწმუნებულია, რომ ევროპული მომავლის მცველების საერთო მიზანი აღსრულდება და საქართველო უახლოეს მომავალში გამარჯვებას გაიფორმებს.
შეგრძნება მაქვს, რომ ახლა არის საბოლოო ბრძოლა და ძალიან მალე დაესმება წერტილი "ქართულ ოცნებას" და რუსულ რეჟიმს, რომლის შემოტანასაც საქართველოში ცდილობენ. ახლა რომ გავჩერდეთ და ჩვენი ქვეყნის ბედი ბიძინა ივანიშვილს მივანდოთ, ბევრი წელი ძალიან დიდი ჭაობიდან ვერ ამოვალთ. ახლა ბოლო მომენტია და უნდა გამოვიყენოთ", - ამბობს ნია გუგავა.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა, რომ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე პროტესტი მომდევნო 24 საათის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება.