პროტესტი მობილურ ფორმას იღებს - ნიკა მელია

19.11.24 08:13
პროტესტი მობილურ ფორმას იღებს - ნიკა მელია

პროტესტი მობილურ ფორმას იღებს - ამის შესახებ "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სამართალდამცველებთან საუბრის შემდეგ განუცხადა ადგილზე მყოფ საზოგადოებას. 

ლაშა ჯოხაძის მოთხოვნა იყო, რომ მელიქიშვილის გამზირი პროტესტის მონაწილეებისგან გათავისუფლებულიყო. სწორედ ამის შემდეგ უთხრა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეების ნაწილს, რომ პროტესტი მობილურ ფორმას იღებს.

ჭავჭავაძის გამზირს სპეცრაზმი ტოვებს და ადგილზე მხოლოდ პოლიციელები რჩებიან. ტერიტორიიდან გაჰყავთ წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო ავტომობილებიც. 

გდდ-ს უფროსი ზვიად ხარაზიშვილი კი თავის რაზმთან ერთად ჭავჭავაძეზე ერთ-ერთ კაფეშია გამაგრებული.