შსს-ს მოვუწოდებთ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ - ნინო დოლიძე

19.11.24 11:37
შსს-ს მოვუწოდებთ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ - ნინო დოლიძე

 

 

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე შსს-ს მოუწოდებს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ. მისი თქმით, პოლიციამ სრულიად უსაფუძვლოდ დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები და მათ ფიზიკურადაც გაუსწორდა. 

ნინო დოლიძე ამბობს, რომ ცხელ ხაზზე აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ ინფორმაცია განუწყვეტლივ შედის და ახლა მათი იურისტები დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ, რათა მათი უფლებები დაიცვან. 

ჩვენ ვნახეთ ამ დილით, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც აბსოლუტურად მშვიდობიანად აპროტესტებდნენ  არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებას, ძალიან დიდი რაოდენობის პოლიცია მოვიდა და ისინი დაარბიეს და მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები აბსოლუტურად მშვიდობიანად უკან იხევდნენ, მაინც არიან დაკავებულები, ასევე მედიას ეშლებოდა ხელი და ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ ადამიანებს. ახლა ჩვენი სხვადასხვა ორგანიზაციების იურისტები ცდილობენ, გაარკვიონ, სად არიან დაკავებულები, რომ მათი უფლებები დაიცვან. გრძელდება ზარების შემოსვლა ჩვენს ცხელ ხაზზე და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ  დაკავებულების უფლებები დავიცვათ. შსს-შ მოვუწოდებთ, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედონ, იმიტომ, რომ ადამიანებს საქართველოს კანონმდებლობით აქვთ უფლება, შეიკრიბონ და მშვიდობიანად გამოხატონ თავისი პროტესტი და მიუღებელია ასეთი ფორმით მათი დარბევა, - ამბობს ნინო დოლიძე. 

საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო. 

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. 

მესამე სექტორის და სახალხო დამცვალის გამოხმაურება: