რუსული მეთოდებით გვებრძვიან - პრეზიდენტის ძმა
სისუსტის მაჩვენებელია, შიშის დათესვას ცდილობენ, - ასე აფასებს პრეზიდენტის ძმა დილით ჭავჭავაძის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივ დაშლას. ოთარ ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პოლიცია ძალის გადამეტებით ყველა კანონს არღვევს.
ამასთან, პრეზიდენტის ძმა ქუჩის პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ხეილსუფლება მოქალაქეებს საბჭოური მეთოდებით უსწორდება, რასაც ხალხი აუცილებლად წინ უნდა აღუდგეს.
როცა სხვა გზა არ არის, აუცილებელია, რომ ხალხი იყოს გარეთ, - ამბობს ზურაბიშვილი.
ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. ერთი არის, რომ გაყალბებას მოსდევს ხალხის გაღიზიანება, ხალხის გაღიზიანება არის ქუჩაში გამოსვლა, რაც შედის კანონიერ უფლებებში. როცა სხვა გზა არ არის, აუცილებელია, რომ ხალხი იყოს გარეთ. ხმარობენ გადაჭარბებულ ძალას მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც კანონდარღვევაა. გაუფრთხილებლად, დაკავებებით, ეს არის შიშის დათესვა. ყველას ახსოვს რა იყო წინა პერიოდი, როგორ იყო საბჭოთა კავშირის დროს და ახლა კიდევ უარეს გვიპირებენ. ე.ი., პირდაპირ რუსეთისკენ მივდივართ და რუსული მეთოდებია გამოყენებული, სხვა არაფერი. უნდა გავუძლოთ ამას, გადავიტანოთ და გავიმარჯვოთ, სხვა გამოსავალი არ არის, - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო.
პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
- შსს-მ თსუ-სთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალა
- პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დააკავა
- სამართალდამცველებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე