პოლიციამ წიწაკის სპრეი შემასხა სახეში - ნია გუგავა
მსაიობი ნია გუგავა ამბობს, რომ მას პოლიციამ წიწაკის სპრეი მაშინ შესახა, როდესაც მეგობრის სამართალდამცველების ხელებიდან გამოხსნას ცდილობდა.
ამათ მე არ დავუტოვებ ჩემს ქვეყანას - ამბობს მსახიობი და აცხადებს, რომ საქართველოს მომავლის დასაცავად დაუღალავად იდგება ქუჩაში.
წიწაკის სპრეი შემასხეს პირდაპირ სახეში. ასე ამომირჩიეს, ძალიან მოვეწონე. ჩემს მეგობარს, რომელთან ერთადაც მშვიდობიოანად ვიდექი აქ იჭერდნენ ძალიან მტკივნეული ხერხებით და ჩვენ მას ვიცავდით, შემდეგ მწარე ხელი მეც მომხდა. ამათ მე არ დავუტოვებ ჩემს ქვეყანას. სახესაც კი ვერ აჩენენ, იმიტომ, რომ რცხვენიათ, რასაც აკეთებენ", - ამბობს მსახიობი.
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო.
პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
- შსს-მ თსუ-სთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალა
- პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დააკავა
- სამართალდამცველებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე