გოგა მემანიშვილი ნაცემ აქტივისტს: გადაეცით მაგ პატივცემულს

19.11.24 13:51
გოგა მემანიშვილი ნაცემ აქტივისტს:  გადაეცით მაგ პატივცემულს

 

 

ძალადობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსანი სამოქალაქო აქტივისტს, ნიკა კვიტატიანს პასუხობს და ამტკიცებს, რომ მასზე არ უძალადია. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი აქტივისტებს ურჩევს, მტკიცებულებები შეაგროვოს და შესაბამის უწყებას მიმართოს. 

თუ რაიმე სახის მტკიცებულება აქვს, მიმართოს შესაბამის უწყებებს. მასზე, რა თქმა უნდა, არ მიძალადია. თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, გადაეცით მაგ პატივცემულს, რომ მიმართოს შესაბამის უწყებას", - ამბობს მემანიშვილი. 

ბრალდებებს უარყოფს გომელაურის უწყების დანაყოფის წევრი ლაშა სალუქვაძეც და ამბობს, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის ნიკა კვიტატიანი.

ვინ არის ნიკა კვიტატიანი? არვიცი ვისზე მესაუბრებით"- თქვა მან "ტვ პირველთან. 

ნიკა კვიტატიანი, რომელიც აქციაზე მიღებული დაზიანებებით ამერიკულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი,  ამბობს, რომ მასზე პოლიციის მაღალჩნოსნებმა, გოგა  მემანიშვილმა და ლაშა სალუქვაძემ ფიზიკურად იძალადეს. 

იგივეს ამბობს აქტივისტის მეგობარიც, რომელიც მომხდარის თვითმხილველია. 

თავდაპირველად, გოგა მემანიშვილმა (სახის არეში) დაარტყა მას (ნიკა კვიტატიანს), შემდეგ კი ლაშა სალუქცაძემ იძალადა მასზე. ამ დროს გაუშვეს სწორედ მხუთავი აირი, რის შემდეგაც ნიკას სუნთქვის სერიოზული პრობლემა შეექმნა. მე როცა მივედი, ის მიწაზე ეგდო და ფაქტობრივად ვერ სუნთქავდა.  პოლიცია სასწრაფოს მანქანის გამოტარებასაც პრობლემას უქმნიდა"- განაცხადა მან.