არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საქმე - სასამართლომ საიას შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა

19.11.24 13:55
არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საქმე - სასამართლომ საიას შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საიას შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმების და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნებს.

შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ეხება ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო.

სასამართლომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.

საიას სარჩელით მოთხოვნილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება, - აცხადებს საია.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი დღეს შევიდა.