რამდენჯერაც დაარბევენ, იმდენჯერ მეტი ხალხი მოვა, ბრძოლას აქვს აზრი - გიორგი ბოჭორიშვილი
მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე დგას და გაყალებულ არჩევნებს აპროტესტებს, ამბობს, რომ დარბევებით ხელისუფლება ვერავის ვერ შეაშინებს და კიდევ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა გარეთ.
უკან არ დავიხევთ, ბრძოლას აქვს აზრი - ამბობს "პირველებთან" მსახიობი.
რამდენჯერაც დაარბევენ, იმდენდარბევაჯერ მეტი ხალხი მოვა და მეტი მოვა, აზრი არ აქვს. როგორც ისინი დაარბევენ, ისე ჩვენ ვიდგებით აქ იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ. უკან დასახევი არაფერი არ გვაქვს, მე ასე ვფიქრობ და ბრძოლას აქვს აზრი", - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო.
პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
- შსს-მ თსუ-სთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალა
- პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დააკავა
- სამართალდამცველებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე