ლანა ღოღობერიძეს "ოცნების" ქმედებები საბჭოთა რეპრესიებს ახსენებს

19.11.24 15:15
ლანა ღოღობერიძეს "ოცნების" ქმედებები საბჭოთა რეპრესიებს ახსენებს

 

 

"ქართული ოცნების" ქმედებები ლანა ღოღობერიძეს საბჭოთა რეჟიმს აგონებს. ცნობილი კინო რეჟისორსხალხის დარბევის, ცემის და დევნის ფაქტების ნახვამ, წარსულის დროინდელი რეპრესიები გაახსენა.

თუ რეპრესიულ ხელისუფლებას თუ ხალხი უპირისპირდება, პოლიცია თუ მილიცია მის მხარეს უნდა იდგეს - ამბობს რეჟისორი "პირველებთან" საუბრისას. 

ყველანაირი რეპრესიული რეჟიმი გაგონებს საბჭოთა ხელისუფლებას. იმიტომ, რომ რეპრესიებზე იდგა მთელი საბჭოთა სისტემა. სხვათაშორის, ეს მინდა ვუთხრა ჩვენს პოლიციელებს, რომ მაშინ ჩვენი მილიცია ჩვენს მხარეს იდგა და ჩვენმა მილიციამ გადაგვარჩინა პრაქტიკულად. აი ეს კარგად ახსოვდეთ რა მართლა, რომ თუ რეპრესიულ ხელისუფლებას თუ ხალხი უპირისპირდება, პოლიცია თუ მილიცია მის მხარეს უნდა იდგეს". - ამბობს ღოღობერიძე. 

საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო. 

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. 

მესამე სექტორის და სახალხო დამცვალის გამოხმაურება: