უნივერსიტეტში პოლიციის ადგილი არ არის - პროფესორი
პროფესორი, სალომე დუნდუა სოციალურ ქსელში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალდამცველების მობილიზების ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ეს ყველაფერი უნივერისტეტის ღირებულებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მის რეპუტაციას ლახავს.
პროფესორის თქმით, უნივერსიტეტის ტერიტორიის გამოყენება პოლიციის მიზნების შესასრულებლად არ შეიძლება.
“უნივერსიტეტში პოლიციის ადგილი არაა!“, - წერს დუნდუა.
რამდენიმე დღეა საქართველოში არყოფნის გამო (ინტერნეტთან წვდომაც საკმაოდ შეზღუდული მაქვს) კარგად ვერ ვადევნებ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს. თუმცა ძალიან კარგად ვიცი ერთი რამ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და უნდა დარჩეს ცოდნის, განათლების, სამეცნიერო/კვლევითი გამოცდილებისა და ეროვნული ღირებულებების გადამცემ ინსტიტუციად. ის, რაც მოხდა - სწორედ უნივერსიტეტის ამ მისიასა და ღირებულებებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მის რეპუტაციას ლახავს.
არ შეიძლება უნივერსიტეტის ტერიტორიის გამოყენება პოლიციის მიზნების შესასრულებლად (თუ რა თქმა უნდა საქმე ტერორისტული საქმიანობის აღკვეთას არ ეხება). მით უფრო, როდესაც უნივერსიტეტისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი 19 ნოემბერს დაგეგმილი საპოლიციო ღონისძიების შესახებ. უნივერსიტეტში სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები დადიან, სწავლობენ, ასწავლიან, იკვლევენ და საქმიანობენ და არა ტერორისტები. აქ, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და ღირებულებებისა, ყველა თანასწორია.
უნივერსიტეტში პოლიციის ადგილი არაა!“, - წერს დუნდუა.
ამავე თემაზე:
- “მაისის სტუდენტური მოძრაობა“ თსუ-ის რექტორატის და ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს
- რა უნდოდა სპეცრაზმს აკადემიურ სივრცეში? გააკეთეთ განცხადება - თსუ-ს ლექტორი
- ძალიან აღმაშფოთებელია, რომ თსუ-ის ტერიტორია გამოიყენეს რობოკოპების დასაბანაკებლად - ნინო ლაპიაშვილი