ბებიაჩემის კაბინეტში დღეს ხარებას შტაბბინაა - მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი

19.11.24 19:14
ბებიაჩემის კაბინეტში დღეს ხარებას შტაბბინაა - მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი

ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში სამართალდამცველების მობილიზებას ეხმაურება.

ნინო დვალი ბებიის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“ბებიაჩემის კაბინეტში დღეს ხარებას შტაბბინაა“.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, დილით, თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის დაშლის დაწყებამდე, საპოლიციო ძალების ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში შევიდა.

სტუდენტები და ლექტორების ნაწილი ჯაბა სამუშიასგან ითხოვენ განმარტებას, როგორ მოხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები უნივერსიტეტის ეზოში.

ამავე თემაზე: