საჯარო ლექცია თსუ-ში - ჯაბა სამუშია სტუდენტებს არ შეხვდა

20.11.24 15:27
საჯარო ლექცია თსუ-ში - ჯაბა სამუშია სტუდენტებს არ შეხვდა

დაპირების მიუხედავად, ჯაბა სამუშია საჯარო ლექციაზე არ მივიდა და სტუდენტებს არ შეხვდა. ახალგაზრდებს სურდათ, უნივერსიტეტის რექტორისთვის კითხვები პირისპირ, მედიასთან ერთად დაესვათ.

ახლა სტუდენტები ჯაბა სამუშიასთან შეხვედრის მიზანს ვეღარ ხედავენ და უწინდებურად მის გადადგომას ითხოვენ.


ლექცია იყო სამოქალაქო წინააღმდეგობასა და დაუმორჩილებლობაზე. ვისაუბრეთ ისტორიულ ფაქტებზეც, საქართველოს რეალობაზე. რაც შეეხება ჯაბას, ჯერ მას სურდა შეხვედრა და მერე გადაიფიქრა, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით არავითარი სურვილი არ გვაქვს მასთან შეხვედრის, - ამბობს ზვიად ცეცხლაძე.
 

სტუდენტების საპროტესტო გზავნილებს იზიარებს პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც. ლექტორები და დოქტორანტები 19 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დაშლას გმობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მიმართვას ხელს უკვე 400-მდე პროფესორ-მასწვლებელი აწერს.

შეგახსენებთ, რომ ლექცია სახელმწოდებით "სახელმწიფო და დაუმორჩილებლობა"  თსუ-ში დღეს ჩატარდა. 12:00 საათისთვის ჯაბა სამუშიამ თსუ-ში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. შენობაში მედიის წარმომადგენლებს გადაადგილება აეკრძალათ. ტერიტორიაზე არ უშვებდნენ არც იმ სტუდენტებს, ვინც დაანონსებულ საჯარო ლექციაზე დასასწრებად მივიდა. საბოლოოდ, ლექცია 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.