"ჯაბა სამუშიას მედიასთან პრობლემა აქვს" - სტუდენტები

20.11.24 21:11
"ჯაბა სამუშიას მედიასთან პრობლემა აქვს" - სტუდენტები

"ჯაბა სამუშიას მედიასთან პრობლემა აქვს" - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მყოფმა სტუდენტმა, ზვიად ცეცხლაძემ "პირველებთან" განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად თსუ-ს რექტორის დამოკიდებულებისა, სტუდენტების მოთხოვნა, რომ ჯაბა სამუშიას ღია სივრცეში, ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვდნენ, უცვლელი იქნება. 

დახურულ ჭრილში არ უნდა შევხდეთ, ეს უნდა იყოს ღია. უნდა ფიგურირებდეს მედია, რაც ასე თუ ისე ვიცი, რომ ეს იდეა მას არ მოსწონს. მედია არ უნდა განსაკუთრებით, რომ დაესწროს. ლექციაზეც მედიის დასწრების პრობლემა შეიქმნა. ჯაბა სამუშიას მედიასთან პრობლემა აქვს, მაგრამ ამის გარეშე მასთან შეხვედრა იქნება გამორიცხული'', - ამბობს ზვიად ცეცხლაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პროტესტს პროფესორ-მასწავლებლებიც შეუერთდნენ - ლექტორებმა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ერთად აქცია კვირას, 24 ნოემბეს დააანონსეს. საპროტესტო მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება.

ამასთან, დღეს, 20 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და ჯაბა სამუშიას შეხვედრა ღია სივრცეში, მედიის თანდასწრებით მოთხოვეს.