აქციაზე დაკავებულ დავით წოწორიას 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ დავით წოწორიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, 19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი, ირაკლი ანდღულაძე თბილისის საქალაქო სასმართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე 8 დღით პატიმრობაში გაუშვა.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 19 ნოემბერს საპროტესტო აქციის 16 მონაწილე დააკავეს. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.