პროტესტი გრძელდება - თსუ-ს სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტში ათენებენ
არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები იმყოფებიან, რომლებიც ღამის გათენებას აანონსებენ.
არჩვენების ხელახლა დანიშვნის გარდა, ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. თსუ-ს სტუდენტები ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ჯაბა სამუშიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
საკმაოდ ბევრი სტუდენტი ვართ. ჩვენი დღევანდელი გეგმა არის, რომ აქ ვიყოთ და გავათენოთ, უფრო მეტი სტუდენტი დაგვემატება აუცილებლად, რადგან ჩვენი დღევანდელი გათენება მოტივაცია იქნება მათთვისაც. მოვუწოდებ სხვა სტუდენტებსაც, რომ შემოგვიერთდნენ, მოდით აუდიტორიებში. უნივერსიტეტის კარები ღიაა", - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
ცნობისთვის, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეცრაზმის თავშესაფარი იყო.
"პირველებმა" გადაიღო ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ტოვებენ უნივერსიტეტის შენობას ნიღბიანი პირები. არადა თსუ-ს ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ რექტორ ჯაბა სამუშიას უნივერსიტეტი საპოლიციო ძალებისთვის არ დაუთმია.