სტუდენტები აუდიტორიებიდან ქუჩებში გადიან - სალექციო შეხვედრები გარე სივრცეში ინაცვლებს
სტუდენტები აუდიტორიებიდან ქუჩებში გადიან - ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ლექტორები ახალგაზრდებს საჯარო ლექციებს უკითხავენ.
საჯარო ლექციის მთავარი თემა ცენზურა და პროტესტია. ნენე კვინიკაძე ის ერთ-ერთი პირველი პროფესორია, რომელიც სტუდენტებთან ინტერაქციულ შეხვედრას მართავს.
ნენე კვინიკაძის გარდა, დღეს ქუჩაში, ევროპული მომავლის მცველებთან სალექციო აუდიენციას დათა თავაძე, ქეთი დევდარიანი და გია ბუღაძეც გამართავენ.
საჯარო ლექციები არის პროტესტის ერთგვარი ფორმა, რადგან არ გვცილდება, რომ განვაგრძოთ ჩვენი მუშაობა ნორმალურ აკადემიური რუტინით, რაშიც ვიყავით მოქცეულები. გადავწყვიტეთ, გამოვიტანოთ გარეთ საჯარო ლექციების ციკლი. საჯარო ლექციების ციკლი არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის. აქ უკვე ბავშვების გაერთიანება ხდება, იდეების გაცვლა-გამოცვლა", - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების პარალელურად, საპროტესტო ტალღა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არ წყდება. გუშინდელი ღამე თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტის კედლებში გაატარეს. ახალგაზრდები რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.