თსუ-ში პროტესტი გრძელდება - ნანუკა ჟორჟოლიანი სტუდენტებთან არ შეუშვეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება - თსუ-ს პირველ კორპუსში მყოფი სტუდენტები ამ დრომდე ელოდებიან, მიიღებს თუ არა ჯაბა სამუშია თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას.
უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია ამოქმედებული. პროტესტის რეჟიმში გადასულ ახალგაზრდებთან არავის არ უშვებენ. სტუდენტები გეგმავენ, რომ უნივერსიტეტში დღევანდელი ღამეც გაათენონ.
ადგილზე ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც იმყოფებოდა, რომელმაც სტუდენტებს ღამის გასათენებლად საჭირო ატრიბუტიკა და საკვები მიუტანა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ჟორჟოლიანი ახალგაზრდებთან არ შეუშვეს.
მნიშვნელოვანია, რომ ფონდის თითოეულმა შემომწირველმა, რომელმაც ერთი ლარი მაინც ჩარიცხა, იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში, ფონდის შემომწირველები დაეხმარნენ სტუდენტებს. მათთვის საჭირო ინვენტარი იყო ის მივუტანეთ. რომ არ შემიშვებდნენ, ეს წინასწარ ვიცოდი. მთავარია, დისკომფორტი სტუდენტებს არ შეუქმნან. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებისთვის საპროტესტო სივრცე იყოს სრულად ათვისებული", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ამის პარალელურად, პროტესტის კერაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც. სტუდენტები აუდიტორიებიდან ქუჩებში გავიდნენ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ლექტორები ახალგაზრდებს საჯარო ლექციებს უკითხავენ.