ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა
რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS იტყობინება, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ აფხაზეთის ტეროტირია დატოვა.
"ამჟამად აფხაზეთში არ ვიმყოფები, მივემგზავრები მოსკოვში რამდენიმე დღით", - უთხრა მან გამოცემას.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია„თანამდებობიდან“ გადადგა.