ვაქცინაციის მსურველი ექიმების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

19.03.21 17:19
ვაქცინაციის  მსურველი ექიმების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

ვაქცინაციის  მსურველი ექიმების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მედიკოსები ასტრა ზენეკას ვაქცინას უნდობლობას უცხადებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინწინ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებული მედიკოსების რაოდენობა 1312 იყო, თუმცა დღეს მათი რაოდენობა 107-ია. 

გამყრელიძის თქმით, თუკი მედიკოსების ნაწილი ვაქცინაციაზე უარს განაცხადებს, შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტროში განიხილონ ის ვერსიაც, რომ გაუკეთდეს ვაქცინა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამის სურვილი ექნებათ.

ვაქცინაციის მსურველი მედიკოსების რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ახალგაზრდა მედიკოსი ქალი შეუძლოდ გახდა, რაც ფატალურად დასრულდა. 
 

მსგავსი სიახლეები