ყველა მოვლენა, რომელიც რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება, საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს

26.11.24 17:56
ყველა მოვლენა, რომელიც რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება, საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა - ყველა მოვლენა, რომელიც რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება, საგამოცდო პროგრამიდან ამოიღებულია.

პროგრამებიდან ამოღებულია ასევე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდები და ქართული ლიტერატურის მთელი რიგი ნაწარმოებები. 

ისტორიკოსები და განათლების ექპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის რეჟიმის სახე, რომელიც ცდილობს გააქროს ყველაფერი ისტორიის წიგნებიდანაც კი,  რაც რუსეთს არ აწყობს.

“პატარა ერს თუ აქვს გამარჯვება დიდ ერთან ბრძოლაში, თავგანწირვის ხარჯზე, სადაც ბრძოლა, სულიერება და თავგანწირვა ჩანს, ხელსისუფლებისთვის არის ზედმეტი“, - ამბობენ ისინი.

პატარა ერს თუ აქვს გამარჯვება დიდ ერთან ბრძოლაში, თავგანწირვის ხარჯზე, სადაც ბრძოლა, სულიერება და თავგანწირვა ჩანს, ამათთვის არის ზედმეტი. ამათ რომ კითხო, ეროვნული ტრადიციები, ქართული კულტურა და მთელი დასავლეთი თავს ესხმის ქართულ კულტურას, უნდა გაანადგუროს და ესენი ფარებად არიან და უნდათ გადაარჩინონ და რისგან, ბახტრიონისგან და ილია ჭავჭავაძისგან უნდა გადაარჩინონ?! განათლების სისტემის სტანდარტი კი არ აწიეს ამატ, პირიქით, ცდილობენ ბავშვების სტანდარტს მოარგონ“,- ამბობს “შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი , ქეთევან ენუქიძე.

ანექსიიდან შეთქმულებამდე- ეს ნიშნავს იმას, რომ საუკუნის დაახლოებით მესამედი პერიოდი არ მოხვდა პროგრამაში, საუბარია ეროვნულ გამოცდებში მისაღებ პროგრამაზე.  საუბარი იმაზე, რომ ცვლილება ხომ არ შესულა ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ან სახელმძღვანელოების ცვლილებამ გამოიწვია ეს, თითქოს, ადეკვატური რეაქცია, აბსოლუტურად მოკლებულია საღ აზრს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, თუ 1932 წლის შეთქმულება მოხვდა პროგრამაში, რა ლოგიკითაა აჯანყებები ამოღებული მაშინ, როცა სწორედ ეს აჯანყებები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პარტიოტული აღზრდის, რასაც რეალურად ისტორია, როგორც საგანი ემსახურება კიდევაც. მეორე რიგით საკითხებად, რომელიც წინ უნდა იყოს რეალურად პატრიოტულ აღზრდაში, სამწუხაროდ არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როდესაც დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდგომ, ერმა პირდაპირი წინააღმდეგობა გაუწია ისეთ ძლევამოსილ იმპერიას, როგორიც იყო რუსეთი“, - აცხადებს ისტორიკოსი ნინო კვიტაიშვილი.