ქალი, რომელმაც პოლიციელები სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, გომელაურს პასუხობს

26.11.24 23:51
ქალი, რომელმაც პოლიციელები სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, გომელაურს პასუხობს

ქალი, რომელმაც პოლიციელები სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებას ეხმაურება. ნათია ძიძიგურის თქმით, ვახტანგ გომელაური ჯერ საქმის დეტალებს უნდა გაეცნოს და დასკვნები ამის შემდეგ გააკეთოს.

ძიძიგურის ამბობს, რომ დაკავების დროს მან პოლიციელებს თავად მოუწოდა, ჩაერთოთ სამხრე კამერები, რათა დაფიქსირებულიყო მისი შევიწროების ფაქტი. 

მივმართავ გომელაურს. როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით, ჯერ საქმის დეტალებს უნდა გაეცნოთ და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნები. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივაწოდე ინფორმაცია გუშინ. შეგიძლიათ გაეცნოთ საქმეს. ცილისწამება რომ დანაშაულია, ეს ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ და არ უნდა გეშლებოდეთ. რატომ ჰქონდათ პოლიციელებს სამხრე კამერები გამორთული? მე მოვუწოდე ჩართვისკენ, რომ დაეფიქსირებინათ, თუ როგორ ვიდექი მუხლებზე. კითხვაზე პასუხი იყო მხოლოდ სიცილი. 3 მოწმე, რომლებმაც დაინახეს აღნიშნული ფაქტები, ისინიც ცრუობენ?!”, – წერს ძიძიგური სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე დაკავებული ქალის, ნათია ძიძიგურის მიერ პოლიციელების მიმართ გამოთქმულ სექსუალური შევიწროების ბრალდებას შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა „სამარცხვინო” უწოდა.

მისი თქმით, ასეთ ფაქტს ის ერთი პროცენტითაც კი არ უშვებს და მტკიცებულებებს ითხოვს.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს, თსუს-თან საპროტესტო აქციის დარბევისას დაკავებულმა ქალმა, ნათია ძიძიგურმა პოლიციელები სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა იზოლატორამდე მთელი გზა მუხლებზე დაყენებული ატარეს. 

 

მსგავსი სიახლეები