ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სამუშიას გადადგომა და ამ მოთხოვნის შესრულებამდე შენობიდან გასვლას არ ვაპირებთ - თსუ-ის სტუდენტი
თსუ-ის სტუდენტის, აჩი გოჩიტაშვილის თქმით, ისინი დანებებას არ აპირებენ და ვიდრე რექტორი, ჯაბა სამუშია არ გადადგება, უნივერისტეტის შენობას არ დატოვებენ.
მისივე თქმით, მათ ჰქონდათ ლექტორებთან საუბარი, რამდენიმე ახალი აზრი წამოვიდა, რომელიც ხალხში მუხტს აწევს.
გვქონდა ლექტორებთან საუბარი, რამდენიმე ახალი აზრი წამოვიდა, რომელიც ხალხში მუხტს აწევს. სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ჩვენზე, მათ შორის არის ის, რომ თითქოს ჩვენ ჯაბა სამუშიას უნდა შევხვდეთ დახურულ სივრცეში, ეს ალოგიკურია, ჩვენი მთავარი მოთხოვანა, მას შევხვდეთ ღია სივრცეში, მედიების თანდასწრებით. სამომავლოდ, შეგიძლიათ მრავალ ახალს აქტს ელოდოთ, რომელსაც ვგეგმავთ ჩვენ.
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სამუშიას გადადგომა და ამ მოთხოვნის შესრულებამდე გასვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა მან.