"დაშინების მცდელობაა" - გზის გადაკეტვის საქმეზე საქალაქო სასამართლოში აქტივისტების პროცესი იმართება
ვახტანგ გომელაურის მუქარის შემდეგ, რომ დააჯარიმებს ყველას, ვინც აქციაზე იდგა, დილიდან საქალაქო სამართლოში დიდი რიგებია. იქ დაიბარეს, პარქტიკულად, ყველა, ვინც აქციაზე იდგა და მოპარულ არჩვნებს აპროტესტებდა. ბრალდება იდენტურია: ყველას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაზე დგომას და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, თუმცა მტკიცებულებების გარეშე. ამ საქმეების მოსმართლე კი გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის წევრი ზვიად ცეკვვავაა.
ამ წუთებში პროცესზე შესვენება გამოცხადდა. მოსამართლე ცეკვავას სასამართლოში 11 პირი ელოდება. საუბარია აქტივისტებსა და ჯგუფ "დაიტოვეს" წევრებზე. ყველა მათგანი ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა მათ დაშინებას ცდილობს.
გუშინ დამირეკეს 9 ის ნახევარზე საღამოს და მითხრეს, რომ 10 საათზე ვარ სასამართლოში დაბარებული. ცოტა უცნაურია, მე მგონია, რომ ცოტა ადრე დარეკვაა საჭირო, რომ მოემზადოს ადამიანი. დამიბარეს 10 ნომებრის აქციაზე, გზის გადაკეტვაზე. ალბათ ეს არის მცდელობა ადამიანების დაშინების, როგორც ხდება ავტოკრატიულ რეჟიმებშ, - ამბობს „დაიტოვეს“ წევრი ნენსი ვოლანდი.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ნიკა ფარულავა ამბობს, რომ ხელისუფლება უკვე აპრობირებული მეთოდებით მოქმედებს, თუმცა ამით კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს მაინც ვერ გააჩუმებს.
იგივეა ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა, იგივე ადმინისტრაციული მუხლები, იგივე მოსამართლეები, იგივე სანქციები, ოღონდ სანქციები გამკაცრებული, მაგრამ აქ არის ერთი მარტივი კითხვა, და რა მერე? აღარ მივლენ ადამიანები აქციაზე? არარ გავაპროტესტებთ? თუ აღარ გავუწევთ წინააღმდეგობას, რისი უფლებაც გვაქვს კონსტიტუციით? სისულელეა ეს ყველაფერი, უბრალოდ, ჩვენს დაღლას ემსახურება და ახალი ადამიანების დაშინებას, - ამბობს ნიკა ფარულავა.
დაანონსებულია, რომ საქალაქო სასამართლოში პროცესები ხვალაც გაგრძელდება.